ვხედავთ, რომ ინფლაცია სამიზნეზე ქვემოთ დონეს ინარჩუნებს – ლევან დავითაშვილი

ვხედავთ, რომ ინფლაცია სამიზნეზე ქვემოთ დონეს ინარჩუნებს – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული პროგნოზები, რომ წლის ბოლოსკენ ინფლაცია შეიძლებოდა გაზრდილიყო, ინფლაცია სამიზნეზე ქვემოთ დონეს ინარჩუნებს.

საქმე ის არის, რომ 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

„შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამი მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეკონომიკურ ზრდას მეტად შევუწყოთ ხელი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ფაქტორი, რომელსაც ითვალისწინებენ მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებების კუთხით, არის ინფლაციის გათვალისწინება. შესაბამისად, ეს სივრცეს აძლევს მთავრობას, ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკა გარკვეულწილად შემსუბუქდეს.

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ასეთ ფონზე ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მეტად შევუწყოთ ხელი კერძო სექტორის აქტივობას, დაკრედიტებას დაფინანსებას და ამით შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ითარგმნება დასაქმებაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…